---
title: "კოლეგიალურობის პრინციპი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kolegialurobis-printsipi"
term_ka: "კოლეგიალურობის პრინციპი"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# კოლეგიალურობის პრინციპი

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „კოლეგიალურობის პრინციპი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kolegialurobis-printsipi

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

პრინციპი ადვოკატს ავალდებულებს იმოქმედოს პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, დაიცვას ღირსება და პატივი სცეს კოლეგებს. კლიენტის ინტერესების დაცვისას განსხვავებული მოსაზრება თავისთავად კოლეგისადმი უპატივცემულობა არ არის, თუ ქმედება კლიენტის ინტერესების დაცვას ემსახურება და არა კოლეგის შეურაცხყოფას.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 7 და მ. 10

### სასამართლო პრეცედენტები

- [№045/18 (2018-07-25)](https://legal.ge/ka/law/ethics/663-045-18-kolegialoba#p-34)
