---
title: "კონკურენტული აუქციონი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/konkurentuli-auktsioni"
term_ka: "კონკურენტული აუქციონი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# კონკურენტული აუქციონი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „კონკურენტული აუქციონი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/konkurentuli-auktsioni

## საკანონმდებლო განმარტებები

### [განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2)

ამ კანონით დადგენილ პრინციპებზე დაფუძნებული არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ვაჭრობის პროცესი, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის (ერთი ან რამდენიმე) ელექტროენერგიის მწარმოებელი მონაწილეობს და რომლის მხარდაჭერა შეზღუდულია აუქციონის ბიუჯეტის მოცულობით. კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესი უნდა ითვალისწინებდეს ინოვაციური ტექნოლოგიების უპირატესობას წარმოებული ენერგიის ფასთან მიმართებით. კონკურენტული აუქციონის წესი დამტკიცებამდე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან
