---
title: "კონოსამენტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/konosamenti"
term_ka: "კონოსამენტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# კონოსამენტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი.
> ციტირება: „კონოსამენტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/konosamenti

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებას და გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებას ან დატვირთვას.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-1085-1042-2016 (2017-05-10)](https://legal.ge/ka/case-law/civil/17450-as-1085-1042-2016-sakhelshekrulebo-samartali)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/2)

გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად)
