---
title: "კონფიდენციალური ინფორმაცია და პროფესიული საიდუმლოება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/konpidentsialuri-inpormatsia-da-propesiuli-saidumloeba"
term_ka: "კონფიდენციალური ინფორმაცია და პროფესიული საიდუმლოება"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# კონფიდენციალური ინფორმაცია და პროფესიული საიდუმლოება

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „კონფიდენციალური ინფორმაცია და პროფესიული საიდუმლოება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/konpidentsialuri-inpormatsia-da-propesiuli-saidumloeba

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

კონფიდენციალურია პროფესიული საქმიანობისას კლიენტისგან, იურიდიული რჩევის სხვა მსურველისგან ან სხვა წყაროდან კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია. მისი დაცვის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის და კანონით პირდაპირ დადგენილი გამონაკლისების გარდა მესამე პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისგან თავის შეკავებას მოიცავს.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა შესახებ კანონი მ. 4(1), 4(2); ეთიკის კოდექსი მ. 7(1)(ა), 7(1)(ბ)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№016/24 (2025-03-11)](https://legal.ge/ka/law/ethics/1394-016-24-kvalipitsiuri-da-ketilsindisieri-momsakhureba#p-99)
