---
title: "კონტრდაზვერვითი საქმიანობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kontrdazverviti-sakmianoba"
term_ka: "კონტრდაზვერვითი საქმიანობა"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# კონტრდაზვერვითი საქმიანობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „კონტრდაზვერვითი საქმიანობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kontrdazverviti-sakmianoba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

ნორმატიული საფუძველი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1241(კ-23) (2024-03-20)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83779-bs-1241-k-2023-migratsia-moqalaqeoba#p-45)
- [№ბს-761(კ-21) (2021-10-29)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80180-bs-761-k-2021-migratsia-moqalaqeoba)
- [№ბს-1004(კ-18) (2018-12-13)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76912-bs-1004-k-18-migratsia-moqalaqeoba)
- [№ბს-65(კ-21) (2021-11-30)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80319-bs-65-k-2021-migratsia-moqalaqeoba)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/2)

საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად

### [კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ — მუხლი 1](https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/1)

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
