---
title: "კრედიტორი სააღსრულებო წარმოებაში — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/kreditori-saaghsrulebo-warmoebashi"
term_ka: "კრედიტორი სააღსრულებო წარმოებაში"
alternate_names: "creditor"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# კრედიტორი სააღსრულებო წარმოებაში

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „კრედიტორი სააღსრულებო წარმოებაში“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/kreditori-saaghsrulebo-warmoebashi
> სინონიმები / EN: creditor

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

კრედიტორია ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, იურიდიული პირის შეუქმნელად პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის სასარგებლოდ ან ინტერესებისათვის მიღებულია აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

ნორმატიული საფუძველი: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1477-1439(2კ-10) (2011-05-03)](https://legal.ge/ka/case-law/admin/69005-bs-1477-1439-2k-10-aghsruleba-shesqidvebi#p-59)
