---
title: "ქსოვილის ბანკი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/ksovilis-banki"
term_ka: "ქსოვილის ბანკი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ქსოვილის ბანკი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ქსოვილის ბანკი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/ksovilis-banki

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/3)

სამედიცინო დაწესებულება ან მისი ერთეული, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ქსოვილების ან/და უჯრედების დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვას ან/და განაწილებას და რომელმაც შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ქსოვილებისა და უჯრედების მოპოვება ან/და ტესტირება
