---
title: "მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/martlzomier-mplobelobashi-arsebuli-miwa"
term_ka: "მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/martlzomier-mplobelobashi-arsebuli-miwa

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელზედაც კანონით განსაზღვრულ პირს ან ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება კანონის ამოქმედებამდე წარმოეშვა; აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

ნორმატიული საფუძველი: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-894-890(კ-17) (2018-02-08)](https://legal.ge/ka/case-law/admin/75772-bs-894-890-k-17-sakutreba-sajaro-reestri#p-35)
- [№ბს-861-843(კ-12) (2020-07-02)](https://legal.ge/ka/case-law/admin/78672-bs-861-843-k-12-sakutreba-sajaro-reestri)
- [№ბს-266-266(კ-18) (2018-07-05)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76271-bs-266-266-k-18-sakutreba-sajaro-reestri)
- [№ბს-1364(კ-18) (2019-02-07)](https://legal.ge/ka/case-law/admin/77131-bs-1364-k-18-sakutreba-sajaro-reestri)
- [№ბს-859-853(კ-12) (2012-06-21)](https://legal.ge/ka/case-law/admin/70863-bs-859-853-k-12-sakutreba-sajaro-reestri)
