---
title: "მძევლად ხელში ჩაგდება როგორც ფორმალური დანაშაული — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mdzevlad-khelshi-chagdeba-rogorts-pormaluri-danashauli"
term_ka: "მძევლად ხელში ჩაგდება როგორც ფორმალური დანაშაული"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# მძევლად ხელში ჩაგდება როგორც ფორმალური დანაშაული

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „მძევლად ხელში ჩაგდება როგორც ფორმალური დანაშაული“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mdzevlad-khelshi-chagdeba-rogorts-pormaluri-danashauli

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

დანაშაული დამთავრებულია ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან, როდესაც მიზანია მისი გათავისუფლების პირობით ორგანიზაციის ან პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება. მოთხოვნის ადრესატი მესამე პირია, ხოლო მძევალი მიზნის მიღწევის საშუალება.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 144

### სასამართლო პრეცედენტები

- [№66აპ-12 (2012-03-16)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/41844-66ap-12-sakutrebis-danashauli#p-34)
