---
title: "მეზღვაური — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mezghvauri"
term_ka: "მეზღვაური"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მეზღვაური

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მეზღვაური“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mezghvauri

## საკანონმდებლო განმარტებები

### [მეზღვაურთა შრომის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/2)

პირი, რომელიც გემზე დასაქმებულია ნებისმიერ თანამდებობაზე, ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილი გემია. ამ კანონის მიზნებისთვის მეზღვაურებად არ მიიჩნევიან საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირები: გ.ა) ლოცმანი; გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი; გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი; გ.დ) სუპერინტენდანტი; გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 72 საათს არ აღემატება; გ.ვ) სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული ტექნიკური პერსონალის წევრი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 96 საათს არ აღემატება; გ.ზ) გემზე დროებით მომუშავე, საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი
