---
title: "მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mindobili-konebis-ketilsindisieri-martva"
term_ka: "მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mindobili-konebis-ketilsindisieri-martva

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

ადვოკატმა კლიენტის მინდობილი ფულადი სახსრები ან ქონება საკუთარი სახსრებისა და ქონებისგან დამოუკიდებლად უნდა შეინახოს, მართოს კლიენტის ინტერესების შესაბამისად და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ანგარიშგება. გამოუყენებელი თანხა პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა დაუბრუნდეს კლიენტს, თუ სხვა დანიშნულებაზე შეთანხმება არ არსებობს.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 8(13)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№003/12 (2012-07-02)](https://legal.ge/ka/law/ethics/86-003-12-klientis-inpormireba-sakmesa-da-kharjebze#p-111)
- [№დს-შ/5-14 (2015-01-28)](https://legal.ge/ka/law/ethics/373-ds-sh-5-14-kharjebis-aghritskhva#p-55)
