---
title: "მითვისებისა და ქურდობის გამიჯვნა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mitvisebisa-da-kurdobis-gamijvna"
term_ka: "მითვისებისა და ქურდობის გამიჯვნა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# მითვისებისა და ქურდობის გამიჯვნა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „მითვისებისა და ქურდობის გამიჯვნა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mitvisebisa-da-kurdobis-gamijvna

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

პალატის განმარტებით, მითვისება არ მოიცავს ისეთი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, რომელიც მესაკუთრეს პირისთვის მფლობელობაში ან სარგებლობაში არ გადაუცია. თუ ასეთი ნივთის დაუფლება ფარულად, მესაკუთრის არყოფნისა და მის მიერ ამის შეუტყობლობის პირობებში ხდება, პალატა მას ქურდობის მაგალითად მიიჩნევს.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 177; სსკ 182

### სასამართლო პრეცედენტები

- [№829აპ (2007-03-09)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/36790-829ap-sakutrebis-danashauli#p-25)
