---
title: "მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/miwaze-sakutrebis-uplebis-aghiareba"
term_ka: "მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/miwaze-sakutrebis-uplebis-aghiareba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

აღიარებისთვის პირი განცხადების წარდგენისას უნდა ფლობდეს, სარგებლობდეს ან თვითნებურად ჰქონდეს დაკავებული მიწა, რომელიც სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული არ არის; მან უნდა წარადგინოს სხვა პირის მიერ მიწის დაკავების გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები.

ნორმატიული საფუძველი: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-716-716(2კ-18) (2018-09-20)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76545-bs-716-716-2k-18-sakutreba-sajaro-reestri#p-37)
