---
title: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mkatsri-aghritskhvis-porma"
term_ka: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მკაცრი აღრიცხვის ფორმა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მკაცრი აღრიცხვის ფორმა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mkatsri-aghritskhvis-porma

## საკანონმდებლო განმარტებები

### [მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/30946-mkatsri-aghritskhvis-pormebis-shesakheb/2)

განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით
