---
title: "მხარდაჭერის სქემა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mkhardacheris-skema"
term_ka: "მხარდაჭერის სქემა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მხარდაჭერის სქემა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მხარდაჭერის სქემა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mkhardacheris-skema

## საკანონმდებლო განმარტებები

### [განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2)

ინსტრუმენტი, სქემა ან მექანიზმი, რომელსაც საქართველო იყენებს დამოუკიდებლად ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ ერთ ან რამდენიმე მხარესთან ერთად და რომელიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საქართველოში გამოყენებას მისი ღირებულების შემცირებით, გასაყიდი ფასის გაზრდით ან განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მეშვეობით ანდა სხვაგვარად ზრდის ამ ენერგიის შეძენილ მოცულობას. აღნიშნული სქემა აგრეთვე მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ სქემებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს
