---
title: "მოპოვება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mopoveba"
term_ka: "მოპოვება"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მოპოვება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მოპოვება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mopoveba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/3)

პროცესი (ორგანიზაციული და სამედიცინო პროცედურები), რომლის საშუალებითაც ქსოვილი ან/და უჯრედი ხელმისაწვდომი ხდება. მოპოვება მოიცავს დონორის იდენტიფიკაციას, მისი ინფორმირებული თანხმობის მიღებას, დონორის შერჩევას, მისი შესაბამისობის შეფასებას, დონორის ტესტირებას და ქსოვილის ან/და უჯრედის ამოღებას/შეგროვებას

### [ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/3)

პროცესი, რომლის საშუალებითაც გაცემული (დონაციური) ორგანო გადასანერგად ხელმისაწვდომი ხდება და რომელიც გრძელდება ორგანოს დონაციიდან ქირურგიული გზით ამოღებამდე და გადასანერგად მომზადებამდე
