---
title: "მოწინააღმდეგე მხარესთან მისი ადვოკატის გვერდის ავლით კომუნიკაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mowinaaghmdege-mkharestan-misi-advokatis-gverdis-avlit-komunikatsia"
term_ka: "მოწინააღმდეგე მხარესთან მისი ადვოკატის გვერდის ავლით კომუნიკაცია"
judicial_sources: "ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია"
publisher: "Legal.Ge"
---

# მოწინააღმდეგე მხარესთან მისი ადვოკატის გვერდის ავლით კომუნიკაცია

> წყარო: ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.
> ციტირება: „მოწინააღმდეგე მხარესთან მისი ადვოკატის გვერდის ავლით კომუნიკაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mowinaaghmdege-mkharestan-misi-advokatis-gverdis-avlit-komunikatsia

## ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

საქმესთან დაკავშირებით ადვოკატით წარმოდგენილ მოწინააღმდეგე მხარესთან უშუალო დაკავშირება დაუშვებელია, თუ მხარის წარმომადგენელი არ დათანხმდა ან მასთან დაკავშირება ობიექტურად შეუძლებელი არ არის. წესის მიზანია მხარის დაცვა გამოცდილი ადვოკატის შესაძლო ზემოქმედებისგან და შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვა.

ნორმატიული საფუძველი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 10(4)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№063/24 (2025-03-26)](https://legal.ge/ka/law/ethics/1396-063-24-mowinaaghmdege-mkharestan-pirdapiri-kontakti#p-30)
