---
title: "მცენარეთა დაცვის საშუალებები — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mtsenareta-datsvis-sashualebebi"
term_ka: "მცენარეთა დაცვის საშუალებები"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მცენარეთა დაცვის საშუალებები

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მცენარეთა დაცვის საშუალებები“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mtsenareta-datsvis-sashualebebi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საქართველოს საპატენტო კანონი — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/2)

ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის
