---
title: "მცენარის ჯიში — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mtsenaris-jishi"
term_ka: "მცენარის ჯიში"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# მცენარის ჯიში

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „მცენარის ჯიში“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mtsenaris-jishi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/2)

მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით

### [სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/2)

ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით
