---
title: "მუქარის რეალობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/mukaris-realoba"
term_ka: "მუქარის რეალობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუქარის რეალობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „მუქარის რეალობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/mukaris-realoba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

მუქარის რეალობა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია და უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ობიექტურ საფუძველსა და მუქარის სისრულეში მოყვანის საფრთხეს. მასზე შეიძლება მიუთითებდეს მუქარის ფორმა, ხასიათი, შინაარსი, განხორციელების საშუალებები, გამოხატვის ინტენსივობა, პირის მახასიათებლები და სხვა გარემოებები.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 151

### სასამართლო პრეცედენტები

- [№395-აპ (2005-02-08)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/35403-395-ap-mtkitsebulebata-dasashveboba#p-17)
