---
title: "ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის აღძვრამდე — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/normatiuli-aktis-mokmedebis-shechereba-sarchelis-aghdzvramde"
term_ka: "ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის აღძვრამდე"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის აღძვრამდე

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის აღძვრამდე“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/normatiuli-aktis-mokmedebis-shechereba-sarchelis-aghdzvramde

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სრულყოფილად უნდა დასაბუთდეს; უნდა არსებობდეს აქტის კანონიერების თაობაზე დასაბუთებული ეჭვი და აშკარა იყოს კანონთან შეუსაბამობა, ხოლო ღონისძიების გამოუყენებლობა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს განმცხადებელს და შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვასა და შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებას.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№3გ-ად-25-კ-ს-03 (2003-04-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/60277-3g-ad-25-k-s-03-regulatorebi-garemos-datsva#p-27)
