---
title: "ორგანო — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/organo"
term_ka: "ორგანო"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ორგანო

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ორგანო“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/organo

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/3)

ადამიანის სხეულის დიფერენცირებული ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით. ორგანოდ მიიჩნევა აგრეთვე ორგანოს ნაწილი, თუ მისი ფუნქცია გამოყენებული უნდა იქნეს იმავე მიზნით, რომელიც ადამიანის სხეულში აქვს მთლიან ორგანოს, საკუთარი სტრუქტურისა და ვასკულარიზაციის შენარჩუნებით

### [ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/3)

ადამიანის სხეულის დიფერენცირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით
