---
title: "ფასთა სხვაობის ხელშეკრულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/pasta-skhvaobis-khelshekruleba"
term_ka: "ფასთა სხვაობის ხელშეკრულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ფასთა სხვაობის ხელშეკრულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ფასთა სხვაობის ხელშეკრულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/pasta-skhvaobis-khelshekruleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2)

ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მხარე ვალდებულია განახლებადი ენერგიის მწარმოებელს აუნაზღაუროს გარანტირებულ ფასსა და საბითუმო ფასს შორის სხვაობა, თუ გარანტირებული ფასი საბითუმო ფასზე მაღალია. თუ საბითუმო ფასი გარანტირებულ ფასზე მაღალია, განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია ხელშეკრულების მხარეს აუნაზღაუროს საბითუმო ფასსა და გარანტირებულ ფასს შორის სხვაობა
