---
title: "პატენტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/patenti"
term_ka: "პატენტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# პატენტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „პატენტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/patenti

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

სახელმწიფო უწყების მიერ განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების დამცავი დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას და ქმნის სამართლებრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც დაპატენტებული გამოგონებით ნორმალურად სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ პატენტმფლობელის ნებართვით.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№3კ-633-02 (2002-07-17)](https://legal.ge/ka/case-law/civil/1076-3k-633-02-intelektualuri-sakutreba)
- [№ას-1321-1447-04 (2005-06-02)](https://legal.ge/ka/case-law/civil/3047-as-1321-1447-04-intelektualuri-sakutreba)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

გამოგონების დამცავი დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას და მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას პატენტით დაცულ ობიექტზე; იგი სამრეწველო საკუთრების ობიექტია.

ნორმატიული საფუძველი: [სამოქალაქო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1100)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-37-27-გ-03 (2004-02-19)](https://legal.ge/ka/case-law/admin/60865-bs-37-27-g-03-administratsiuli-protsesi#p-24)
- [№ბს-1238(კ-24) (2024-12-11)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84787-bs-1238-k-2024-regulatorebi-garemos-datsva)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [საქართველოს საპატენტო კანონი — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/2)

ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი)
