---
title: "ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/pidutsiuri-valdebulebis-mkone-piri"
term_ka: "ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/pidutsiuri-valdebulebis-mkone-piri

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/2)

პირი, რომელიც მონაწილის ან ბენეფიციარის წინაშე პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების დაცვისთვის, ინვესტირებისთვის, შენახვისთვის ან აღრიცხვისთვის იმდენად, რამდენადაც ასეთი იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი: რ.ა) საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ახორციელებს ნებისმიერ დისკრეციულ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გასწევს საინვესტიციო კონსულტაციას საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; რ.გ) შეიმუშავებს საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკას; რ.დ) აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეების შესახებ ჩანაწერებს
