---
title: "პოლიტიკური რეპრესია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/politikuri-represia"
term_ka: "პოლიტიკური რეპრესია"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# პოლიტიკური რეპრესია

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „პოლიტიკური რეპრესია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/politikuri-represia

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით განხორციელებული იძულების ფორმა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობასთან ან სოციალურ, წოდებრივ თუ რელიგიურ კუთვნილებასთან. სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა აგრეთვე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი იძულების ფორმები.

### სასამართლო პრეცედენტები

- №3კ/827 (2001-03-07)
- [№3კ/963-01 (2001-10-31)](https://legal.ge/ka/case-law/civil/693-3k-963-01-samoqalaqo-dava)
- [№ას-892-1199-07 (2008-05-07)](https://legal.ge/ka/case-law/civil/5276-as-892-1199-07-samoqalaqo-dava)
- [№3კ-345-02 (2002-06-24)](https://legal.ge/ka/case-law/civil/1011-3k-345-02-samoqalaqo-dava)
- [№3კ-548-02 (2002-05-31)](https://legal.ge/ka/case-law/civil/965-3k-548-02-samoqalaqo-dava)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

იძულების სხვადასხვა ფორმა ან კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ პოლიტიკური მოტივით განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და უკავშირდება კანონში მითითებულ საფუძვლებს, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სასამართლოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1465-1187-კ-04 (2005-03-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/61199-bs-1465-1187-k-04-sakhelmtsipo-ziani#p-24)
- [№ბს-1440-1168-კ-04 (2005-05-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/61272-bs-1440-1168-k-04-sakhelmtsipo-ziani)
- [№ბს-401-323-კ-05 (2005-05-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/61276-bs-401-323-k-05-sakhelmtsipo-ziani)
- [№ბს-1425-1159-კ-04 (2005-02-03)](https://legal.ge/ka/case-law/admin/61138-bs-1425-1159-k-04-sakhelmtsipo-ziani)
- [№ბს-518-509(კ-12) (2013-03-04)](https://legal.ge/ka/case-law/admin/71331-bs-518-509-k-12-sakhelmtsipo-ziani)
