---
title: "პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ოჯახის წევრი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/politikuri-represiis-mskhverplis-ojakhis-wevri"
term_ka: "პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ოჯახის წევრი"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ოჯახის წევრი

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ოჯახის წევრი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/politikuri-represiis-mskhverplis-ojakhis-wevri

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა მსხვერპლის მეუღლე, შვილი, მათ შორის ნაშვილები, მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში ან სპეციალური დასახლების ადგილას.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-526-517(კ-12) (2013-03-04)](https://legal.ge/ka/case-law/admin/71330-bs-526-517-k-12-sakhelmtsipo-ziani#p-35)
- [№ბს-436-431(კ-12) (2013-01-17)](https://legal.ge/ka/case-law/admin/71174-bs-436-431-k-12-sakhelmtsipo-ziani)
