---
title: "ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატურობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/psikologiuri-dzaladobis-sistematuroba"
term_ka: "ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატურობა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატურობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატურობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/psikologiuri-dzaladobis-sistematuroba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

სისტემატურობა სახეზეა, როდესაც არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობის სულ მცირე სამი ფაქტი და მათ შორის გასული დრო იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა ჯერ არ გამქრალა და დაზარალებული მას კვლავ არაერთხელ განიცდის.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 126^1(1)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№788აპ-24 (2024-12-06)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/57281-788ap-24-ojakhshi-dzaladoba#p-53)
