---
title: "რეპატრიაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/repatriatsia"
term_ka: "რეპატრიაცია"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# რეპატრიაცია

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „რეპატრიაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/repatriatsia

## საკანონმდებლო განმარტებები

### [მეზღვაურთა შრომის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/2)

მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილზე ან/და მეზღვაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე მისი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება

### [ტურიზმის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/2)

ტურისტის დაბრუნება გამგზავრების ადგილზე ან ნებისმიერ ადგილზე, რომლის შესახებაც ტურისტული პაკეტის ან/და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან
