---
title: "სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/saapelatsio-sachivris-kharvezis-shevsebis-vada"
term_ka: "სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/saapelatsio-sachivris-kharvezis-shevsebis-vada

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა, რომლის დენა იწყება ხარვეზის დადგენის შესახებ აქტის მხარისთვის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/368)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-253(კს-20) (2020-09-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/78820-bs-253-ks-20-mshenebloba-arkitektura#p-35)
- [№ბს-1060(კს-22) (2022-12-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/81928-bs-1060-ks-2022-mshenebloba-arkitektura)
