---
title: "საგადასახადო ვალდებულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sagadasakhado-valdebuleba"
term_ka: "საგადასახადო ვალდებულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# საგადასახადო ვალდებულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „საგადასახადო ვალდებულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sagadasakhado-valdebuleba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

გადასახადის გადამხდელის ვალდებულება გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი. მისი წარმოშობის, შეცვლის, შეწყვეტისა და შესრულების წესი და პირობები რეგულირდება საგადასახადო კოდექსით ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

ნორმატიული საფუძველი: [სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/32842/28)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-930-890(კ-09) (2009-10-22)](https://legal.ge/ka/case-law/admin/66129-bs-930-890-k-09-sagadasakhado-dava#p-48)
- [№ბს-251(კ-22) (2023-12-20)](https://legal.ge/ka/case-law/admin/83465-bs-251-k-2022-sagadasakhado-dava)
- [№ბს-1441-1399(კ-08) (2009-03-24)](https://legal.ge/ka/case-law/admin/65058-bs-1441-1399-k-08-sagadasakhado-dava)
- [№ბს-1308(2კ-20) (2021-11-25)](https://legal.ge/ka/case-law/admin/80289-bs-1308-2k-20-sagadasakhado-dava)
- [№ბს-873-835(კ-09) (2010-01-21)](https://legal.ge/ka/case-law/admin/66530-bs-873-835-k-09-sagadasakhado-dava)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/2)

სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას
