---
title: "საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sajaro-shesqidvis-savaraudo-ghirebuleba"
term_ka: "საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sajaro-shesqidvis-savaraudo-ghirebuleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საჯარო შესყიდვების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/3)

საჯარო შესყიდვის პირობებით დადგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელი მაქსიმალური თანხა (დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ – დღგ) გარდა), რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს წინადადების ფასს ამ კანონის შესაბამისად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად შესყიდვის ხელშეკრულების მოსალოდნელი ღირებულება მიიჩნევა
