---
title: "საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sajaro-shesqidvis-shesakheb-khelshekruleba"
term_ka: "საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sajaro-shesqidvis-shesakheb-khelshekruleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საჯარო შესყიდვების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/3)

ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ეკონომიკურ ოპერატორს შორის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. შეიძლება დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულება: ზ.ა) საქონლის მიწოდების შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია საქონელი, რომელიც 03000000-დან 45000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. საქონლის მიწოდების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე მის მონტაჟს ან/და განლაგებას ან/და საქონლის მიწოდების თანამდევ მომსახურებას, თუ ამ მონტაჟის/განლაგების/მომსახურების ღირებულება საქონლის ღირებულებას არ აღემატება; ზ.ბ) სამუშაოს შესრულების შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია სამუშაო, რომელიც 45000000-დან 48000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. სამუშაოს შესრულების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს როგორც მხოლოდ სამუშაოს შესრულებას, ისე ერთდროულად დაპროექტებასა და სამუშაოს შესრულებას; ზ.გ) მომსახურების გაწევის შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია მომსახურება, რომელიც 48000000-დან 98910000-ის ჩათვლით CPV-ის კოდებში ექცევა
