---
title: "სახელმწიფო ენის დეპარტამენტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sakhelmwipo-enis-departamenti"
term_ka: "სახელმწიფო ენის დეპარტამენტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sakhelmwipo-enis-departamenti

## საკანონმდებლო განმარტებები

### [სახელმწიფო ენის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/3)

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო
