---
title: "საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/saprotseso-normis-analogiit-gamoqeneba"
term_ka: "საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/saprotseso-normis-analogiit-gamoqeneba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

პალატის განმარტებით, ანალოგიის გამოყენება უკავშირდება კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის არარსებობისას მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენებას. საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენებამ არ უნდა შეზღუდოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

ნორმატიული საფუძველი: სსსკ 2(3)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№136აგ-16 (2016-11-29)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/48226-136ag-16-narkotikuli-danashauli#p-19)
