---
title: "სარჩელის შეცვლა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sarchelis-shetsvla"
term_ka: "სარჩელის შეცვლა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სარჩელის შეცვლა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „სარჩელის შეცვლა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sarchelis-shetsvla

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება ან ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. მოთხოვნა, რომელიც თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ თავსდება, შეიძლება არსებითად ახალ სარჩელს წარმოადგენდეს.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/83)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-718-694(2კს-10) (2010-09-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/67567-bs-718-694-2ks-10-sagadasakhado-dava#p-33)
- [№ბს-877-839(კს-09) (2009-09-09)](https://legal.ge/ka/case-law/admin/65886-bs-877-839-ks-09-munitsipaluri-nebartvebi)
