---
title: "სარეკრეაციო ტერიტორია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sarekreatsio-teritoria"
term_ka: "სარეკრეაციო ტერიტორია"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სარეკრეაციო ტერიტორია

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „სარეკრეაციო ტერიტორია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sarekreatsio-teritoria

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

სარეკრეაციო ტერიტორია შეიძლება იყოს როგორც დაუსახლებელი და გამწვანებული, ისე ინფრასტრუქტურულად განვითარებული ადგილი, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც ადამიანთა დასვენებისა და რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.

ნორმატიული საფუძველი: სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-942(3კ-18) (2018-11-22)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76799-bs-942-3k-18-munitsipaluri-nebartvebi#p-64)
