---
title: "სასაქონლო ზედნადების არსებითი ხარვეზი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sasakonlo-zednadebis-arsebiti-kharvezi"
term_ka: "სასაქონლო ზედნადების არსებითი ხარვეზი"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სასაქონლო ზედნადების არსებითი ხარვეზი

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „სასაქონლო ზედნადების არსებითი ხარვეზი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sasakonlo-zednadebis-arsebiti-kharvezi

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

არსებითი მონაცემების არაზუსტი ასახვა ან მიუთითებლობა ზედნადების ფაქტობრივად არარსებობას უტოლდება; სპეციალური ზედნადების შემთხვევაში ასეთია წარმოშობისა და ფირნიშის გრაფებში არასარწმუნო მონაცემების ასახვა.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს საგადასახადო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/286)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-1169(კ-22) (2024-06-26)](https://legal.ge/ka/case-law/admin/84167-bs-1169-k-2022-sagadasakhado-dava#p-56)
- [№ბს-271(2კ-19) (2023-05-16)](https://legal.ge/ka/case-law/admin/82596-bs-271-2k-19-sagadasakhado-dava)
