---
title: "სასჯელის პირობითად ჩათვლა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sasjelis-pirobitad-chatvla"
term_ka: "სასჯელის პირობითად ჩათვლა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სასჯელის პირობითად ჩათვლა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „სასჯელის პირობითად ჩათვლა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sasjelis-pirobitad-chatvla

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ნიშნავს მისი აღსრულების სპეციალური წესის დადგენას და არა მსუბუქი სასჯელის შეფარდებას. ამ დროს არსებობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მოლოდინი საზოგადოებისგან მკაცრი იზოლირების გარეშე, სახელმწიფოს კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 63

### სასამართლო პრეცედენტები

- [№964აპ-22 (2022-12-08)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/54652-964ap-22-ojakhshi-dzaladoba#p-34)
- [№1098აპ-22 (2023-02-02)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/54811-1098ap-22-satransporto-danashauli#p-33)
