---
title: "სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/satransporto-sashualebis-samartlebrivi-mdgomareobis-shesakheb-tsnoba"
term_ka: "სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/satransporto-sashualebis-samartlebrivi-mdgomareobis-shesakheb-tsnoba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/3)

დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები
