---
title: "სავარაუდო დარიცხვა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/savaraudo-daritskhva"
term_ka: "სავარაუდო დარიცხვა"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# სავარაუდო დარიცხვა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „სავარაუდო დარიცხვა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/savaraudo-daritskhva

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

საგადასახადო დარიცხვის სახე, რომლის გამოყენების პირობებს სასამართლო აკავშირებს საჭირო საგადასახადო ინფორმაციის წარუდგენლობასთან ან სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობასთან, დაკარგვასთან ან განადგურებასთან. მისი კანონიერება სასამართლოში შეიძლება შემოწმდეს.

ნორმატიული საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-78-77(კ-11) (2011-09-28)](https://legal.ge/ka/case-law/admin/69690-bs-78-77-k-11-sagadasakhado-dava#p-27)
