---
title: "სერიოზული გვერდითი მოვლენა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/seriozuli-gverditi-movlena"
term_ka: "სერიოზული გვერდითი მოვლენა"
statutory_definitions: 3
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# სერიოზული გვერდითი მოვლენა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „სერიოზული გვერდითი მოვლენა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/seriozuli-gverditi-movlena

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/3)

ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის მოპოვებასთან, ამოღებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი

### [ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/3)

ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ორგანოს დონაციიდან მის გადანერგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეციპიენტისთვის (პაციენტისთვის) გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი

### [ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/4)

სისხლის ან მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი შემთხვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის (რეციპიენტის) სიკვდილი ან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობათა შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა ან ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება
