---
title: "შეჯიბრებითი პროცესი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shejibrebiti-protsesi"
term_ka: "შეჯიბრებითი პროცესი"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# შეჯიბრებითი პროცესი

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „შეჯიბრებითი პროცესი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shejibrebiti-protsesi

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

პალატის მიერ გაზიარებული განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფუნდამენტური ნიშანია სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებსა და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს, ხოლო მოსამართლე უზრუნველყოფს ამის შესაძლებლობას.

ნორმატიული საფუძველი: სსსკ 9

### სასამართლო პრეცედენტები

- [№652აპ-25 (2026-05-13)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/58292-652ap-25-sitsotskhlis-danashauli#p-25)
