---
title: "შესაბამისი საზღვაო განათლება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shesabamisi-sazghvao-ganatleba"
term_ka: "შესაბამისი საზღვაო განათლება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# შესაბამისი საზღვაო განათლება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „შესაბამისი საზღვაო განათლება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shesabamisi-sazghvao-ganatleba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3)

საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას
