---
title: "შესაბამისი თანამდებობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shesabamisi-tanamdeboba"
term_ka: "შესაბამისი თანამდებობა"
alternate_names: "equivalent position"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# შესაბამისი თანამდებობა

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „შესაბამისი თანამდებობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shesabamisi-tanamdeboba
> სინონიმები / EN: equivalent position

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ვაკანტური თანამდებობა, რომელიც არსებითად არ ცვლის მოსამსახურის შრომის პირობებს, რომლის შესასრულებლად საკმარისია უწინდელ სამუშაოზე გამოყენებული ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება და რომელიც არსებითად უნარჩუნებს მას უწინდელ მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს.

ნორმატიული საფუძველი: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-42(კ-21) (2022-07-12)](https://legal.ge/ka/case-law/admin/81352-bs-42-k-2021-sajaro-samsakhuri#p-52)
