---
title: "შესაბამისობის სერტიფიკატი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shesabamisobis-sertipikati"
term_ka: "შესაბამისობის სერტიფიკატი"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# შესაბამისობის სერტიფიკატი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „შესაბამისობის სერტიფიკატი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shesabamisobis-sertipikati

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ვაზისა და ღვინის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს

### [ტურიზმისა და კურორტების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/2)

დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან
