---
title: "შეტყობინება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shetqobineba"
term_ka: "შეტყობინება"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# შეტყობინება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „შეტყობინება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shetqobineba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/2)

მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით

### [ვაზისა და ღვინის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/28102-vazisa-da-ghvinis-shesakheb/3)

დადგენილი წესით ღვინის კომპანიის მიერ წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას
