---
title: "შრომის ხელშეკრულება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/shromis-khelshekruleba"
term_ka: "შრომის ხელშეკრულება"
alternate_names: "employment contract"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# შრომის ხელშეკრულება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „შრომის ხელშეკრულება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/shromis-khelshekruleba
> სინონიმები / EN: employment contract

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შეთანხმება, რომლითაც ადმინისტრაცია კისრულობს სათანადო შრომის პირობებით უზრუნველყოფისა და შეთანხმებული ხელფასის გადახდის, ხოლო მუშაკი განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და შრომის პირობებისა და შინაგანაწესის დაცვის ვალდებულებას.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-512-789-04 (2004-07-02)](https://legal.ge/ka/case-law/civil/2575-as-512-789-04-shromiti-dava)
- [№ას-706-1348-03 (2003-12-09)](https://legal.ge/ka/case-law/civil/2234-as-706-1348-03-shromiti-dava)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

შეთანხმება ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ადმინისტრაცია იღებს შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფისა და შეთანხმებული ხელფასის გადახდის ვალდებულებას, ხოლო მუშაკი — განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის დაცვის ვალდებულებას.

ნორმატიული საფუძველი: 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსი

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-885-847(კ-07) (2008-04-01)](https://legal.ge/ka/case-law/admin/63496-bs-885-847-k-07-aghsruleba-shesqidvebi#p-56)
