---
title: "სივრცითი ობიექტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/sivrtsiti-obiekti"
term_ka: "სივრცითი ობიექტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# სივრცითი ობიექტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „სივრცითი ობიექტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/sivrtsiti-obiekti

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/3)

რეალურ სამყაროში არსებული მოვლენის აბსტრაქტული გამოხატულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი, სხვა გეოგრაფიული ობიექტი)
