---
title: "სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/strategiuli-monitoringis-ghonisdzieba"
term_ka: "სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/strategiuli-monitoringis-ghonisdzieba

## საკანონმდებლო განმარტებები

### [საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/2)

სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით
